არიენ რობენი: ჩემპიონთა ლიგის ფინალის საკუთარ სტადიონზე თამაში სულ სხვაა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი არიენ რობენი ცდილობს, არ იფიქროს იმაზე, რომ გერმანულ გრანდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემთხვევაში "ალიანს არენაზე" თამაშის შანსი აქვს.

"ფინალზე ახლავე საუბრის უფლება საკუთარ თავს არ უნდა მივცეთ, მაგრამ მისი ჩვენს საშინაო არენაზე გამართვა ფინალს სიმძაფრეს მატებს. დიახ, ეს რაღაც განსაკუთრებულია.

ფინალის საკუთარ სტადიონზე თამაში… ეს ჩვენი კლუბისთვის უდიდესი მიღწევა იქნებოდა, მაგრამ ჯერ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს რაუნდი გადავლახოთ", - აღნიშნა ჰოლანდიელმა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში "ბაიერნს" "მარსელთან" დაპირისპირება ელის. პირველი მატჩი მარსელში 28 მარტს გაიმართება, საპასუხო
შეხვედრა კი 3 აპრილს მიუნხენში შედგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული