ჯორდი კრუიფი: მადრიდის "რეალს" 30 ათასი კვიპროსელისგან წნეხი ელის

AutoSharing Option
ჯორდი კრუიფმა, "ბარსელონას" ყოფილი თავკაცის, იოჰან კრუიფის ვაჟმა, ესპანურ პრესაში კვიპროსული აპოელ-ის შესახებ ისაუბრა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.

პირველი შეხვედრა კვიპროსელთა მოედანზე 27 მარტს გაიმართება. თვითონ კრუიფი ლარნაკას აეკ-ის სპორტული დირექტორია და კვიპროსულ ფეხბურთს კარგად იცნობს.

"აპოელ-ი ტურნირის მეოთხედფინალში იმიტომ გავიდა, რომ მეტოქეებმა სათანადოდ ვერ დააფასეს. ამას გარდა, ამ გუნდის ფეხბურთელები მაღალი დონის ოსტატები არიან. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მეოთხედფინალში დამსახურებულად გავიდნენ.

"რეალისთვის" პრობლემა სტადიონზე 30 ათასი გულშემატკივარი იქნება, რომლებიც მეტოქე გუნდს დიდი წნეხის ქვეშ მოაქცევენ. ისინი
ნამდვილი ფანები არიან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მათთვის საუკუნის მატჩია", - თქვა კრუიფმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული