შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 28 მარტს, "სან სიროს" სტადიონზე გაიმართება.
"ვაღიარებ, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა "ბარსელონა" მარტო მესი არ არის და ეს მატჩი მხოლოდ ჩემსა და მას შორის დაპირისპირებას არ წარმოადგენს.
ვფიქრობ, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ვითამაშებთ დაცვაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ "მილანს" წარმოვადგენთ და შანსები 50/50-ზე უნდა შეფასდეს", - განაცხადა აბიატიმ.