კრისტიან აბიატი: "ბარსელონასთან" მატჩი მხოლოდ ჩემი და ლიონელ მესის დუელი არ იქნება

AutoSharing Option
"მილანის" გოლკიპერი კრისტიან აბიატი დარწმუნებულია, რომ "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში სანახავი მხოლოდ მისი და კატალონიელთა ფორვარდის, ლიონელ მესის დაპირისპირება არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 28 მარტს, "სან სიროს" სტადიონზე გაიმართება.

"ვაღიარებ, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა "ბარსელონა" მარტო მესი არ არის და ეს მატჩი მხოლოდ ჩემსა და მას შორის დაპირისპირებას არ წარმოადგენს.

ვფიქრობ, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ვითამაშებთ დაცვაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ "მილანს" წარმოვადგენთ და შანსები 50/50-ზე უნდა შეფასდეს", - განაცხადა აბიატიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული