რობერტო დი მატეო: შევეცდებით, "ბენფიკასთან" გოლი არ გავუშვათ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტო დი მატეომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მომავალ მატჩზე ისაუბრა.

"ჩვენ გარკვეული სირთულეები გვაქვს. ამაზე შედეგებიც მეტყველებს, მაგრამ კარგი ფეხბურთელები გვყავს და მჯერა, "ჩელსი" უმაღლესი დონის გუნდია.

მერვედფინალის დროს ნეაპოლში ძალიან ბევრი გოლი გავუშვით. ამიტომ შევეცდებით "ბენფიკასთან" გასვლით შეხვედრაში მეტოქეს გავუტანოთ და ბურთი საკუთარ კარში არ მივიღოთ. საპასუხო მატჩი ლონდონში ასე უფრო წყნარად ჩაივლის.

"ბენფიკა" კარგად თამაშობს და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს თავისუფლად თამაშის საშუალებას არ აძლევს. მათ კარგი შემსრულებლები ჰყავთ.

პორტუგალიელების ბევრი შეხვედრა მაქვს ნანახი,
როგორც ევროთასებზე, ისე პორტუგალიის ჩემპიონატში. მეტოქეს კარგი მოთამაშე მრავლად ჰყავს - ოსკარ კარდოსო, პაბლო აიმარი, ნიკოლას გაიტანი, ბრუნო სეზარი და როდრიგო.

ამჟამად "ჩელსი" შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ჩემი გუნდის მჯერა", - თქვა დი მატეომ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული