იბრაჰიმ აფელაი "ბარსელონას" მილანში გაჰყვება

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელი ვინგერი იბრაჰიმ აფელაი მალე მწყობრში ჩადგება.

ნახევარმცველი გუნდთან ერთად მილანში გაემგზავრება, სადაც "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩს "როსონერისთან" გამართავს.

სავარაუდოდ, აფელაი ამ მატჩში არ ითამაშებს, თუმცა გუნდთან ერთად ივარჯიშებს ფორმის აღსადგენად.

გარდა ამისა, კატალონიაში რჩება ბრაზილიელი მცველი ადრიანო, რომელსაც ტრავმა აქვს. აღსანიშნავია, რომ გვარდიოლამ იტალიაში "ბარსელონა-ბ"-ს რამდენიმე ფეხბურთელი წაიყვანა. ესენი არიან: ოიერ ოლასაბალია, მარტინ მონტოია, მარკ მუნიოსი და ასევე კრისტიან ტელიო, რომელსაც უკვე უთამაშია "ბარსელონას" მთავარ გუნდში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული