"ბლაუგრანას" და "როსონერის" პირველი შეხვედრა 28 მარტს "სან სიროზე" გაიმართება.
"იმას, თუ ვინ არის ფავორიტი, მნიშვნელობა მხოლოდ ბუქმეკერული კანტორებისთვის აქვს. ჩვენ კი ჩვენს ამოცანებზე ვართ კონცენტრირებულნი", - განაცხადა ესპანეთის ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა.
რაც შეეხება "მილანის" შემადგენლობას, სუბისარეტამ თქვა:
"მილანი" მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ არის. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ასეთ დაპირისპირებებში კი დამატებითი მოტივაცია ჩნდება. თუმცა ამ გუნდში სხვა ძლიერი მოთამაშეებიც არიან".