მასიმილიანო ალეგრი: "ბარსელონასთან" შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი ჩაკეტილ ფეხბურთს არ ითამაშებს.

შეხვედრა 28 მარტს "სან სიროზე" გაიმართება.

"ევროპის უძლიერეს გუნდს უნდა ვეთამაშოთ, რომელიც ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. ჩვენ შესაძლებლობების ზღვარზე ვითამაშებთ. ჯგუფურ ეტაპზე კატალონიელებს უკვე ორჯერ შევხვდით და ეს ორი მატჩი განსხვავებული გამოდგა. ფსონს შემტევ ფეხბურთზე გავაკეთებთ.

ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი გუნდის წინააღმდეგ უმცირესმა შეცდომამაც კი შესაძლოა, სამწუხარო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

როგორც უნდა იყოს, თამაშის ისე ჩაკეტვას, როგორც ეს ორი წლის წინ
"ინტერმა" გააკეთა, არ ვაპირებთ. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს განკარგულებაში სულ სხვა მოთამაშეები არიან", - განაცხადა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მომწონს ეს საიტი. ბევრი სიახლე იდება, გამარტული და სიმართლესთან მიახლოვებული
ilia
18:18 27-03-2012
0
დაცვაში ჩაჯდები და ამოგტენიან... ბონერას იმედად )))
cudi
21:00 27-03-2012
0

სიახლეები პოპულარული