კვიპროსის პრეზიდენტს სჯერა, რომ აპოელ-ი სასწაულს ჩაიდენს

AutoSharing Option
კვიპროსის პრეზიდენტმა დიმიტრის ხრისტოფიასმა აპოელ-ის ფეხბურთელებს მოუწოდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში მადრიდის "რეალი" დაამარცხონ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ნიქოზიაში 22:45 საათზე დაიწყება.

"მთელი გულითა და სულით მინდა აპოელ-ს "რეალთან" მატჩში წარმატება ვუსურვო. იმედი მაქვს, ჩვენი გუნდი ბევრს მიაღწევს.

თუ აპოელ-მა "რეალი" დაამარცხა, ესე იგი, სასწაულები ხდება. ამიტომ მოდით, ვირწმუნოთ, რომ აპოელ-ი სასწაულს ჩაიდენს", - თქვა კვიპროსის პრეზიდენტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული