ხუან მატა: ლონდონის "ჩელსი" მოთმინებისთვის დაჯილდოვდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა ხუან მატამ, რომლის გუნდმაც ლისაბონის "ბენფიკასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში სტუმრად 1:0 გაიმარჯვა, თამაშის შემდეგ მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. ორმატჩიან დაპირისპირებებში სტუმრად გოლის გატანა ყოველთვის საჭიროა და კარგია, რომ ეს გამოგვივიდა.

ახლა კი ეს შედეგი საშინაო მატჩში უნდა განვამტკიცოთ.

ამჯერად "ჩელსი" იმ მოთმინებისთვის დაჯილდოვდა, რომლითაც გატანილ გოლს ელოდა", - თქვა ესპანელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული