რობერტო დი მატეო: ლონდონის "ჩელსი" უკეთეს შედეგს ვერც ინატრებდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი რობერტო დი მატეო ლისაბონის "ბენფიკასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩა.

ლონდონელებმა სტუმრად ერთადერთი გატანილი გოლით გაიმარჯვეს.

"ჩვენი ფეხბურთელები ამ გამარჯვებისთვის შექებას და ნდობას იმსახურებენ. მიმდინარე სეზონში გვიჭირდა, თუმცა მათი ჩემდამი დამოკიდებულება ბრწყინვალე იყო. ისინი ასე საკუთარი თავის, კლუბისა და გულშემატკივრებისთვის თამაშობენ.

უნდა აღვნიშნო სალომონ კალუს თამაში, რომელმაც გოლიც გაიტანა და კარგი თამაშიც აჩვენა. არ მგონია, რომ მოედანზე მისი გამოშვება ავანტურული ნაბიჯი იყო, მაგრამ ხანდახან რისკიც საჭიროა.

ამ თამაშში იმ ფეხბურთელებს
უნდა დავყრდნობოდი, რომელთაც მაღალი ტემპის გაძლება შეუძლიათ. შესანიშნავია, უკეთეს შედეგზე ვერც ვიოცნებებდით", - განაცხადა დი მატეომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული