ჟოზე მოურინიომ აპოელ-ს კომპლიმენტი უძღვნა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აპოელ-თან ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო.

"სამეფო კლუბმა" მასპინძლებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

"გამარჯვებისთვის რომ მიგვეღწია, კარგად უნდა გვეთამაშა. დაცვაში საიმედოდ ვმოქმედებდით, რათა სახიფათო კონტრშეტევები არ გაგვპარვოდა. ბურთით კარგად ვმუშაობდით. გოლი რომ გავიტანეთ, ნახევარფინალში გასვლის საკითხიც, პრაქტიკულად, გადაწყდა.

აპოელ-მა კარგად ითამაშა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მას არც დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვს და არც ვარსკვლავები ჰყავს შემადგენლობაში. გუნდმა მაღალი სათამაშო დისციპლინა გამოავლინა", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

მოურინიომ ნახევარმცველ ნური შაჰინის თამაშზეც ისაუბრა, რომელიც
ძირითად შემადგენლობაში იყო:

"მისით ძალიან კმაყოფილები ვართ. ფანტასტიკური ადამიანია. ვიცოდით, რომ ბურთს ძირითადად ჩვენ გავაკონტროლებდით და მისი სასტარტო შემადგენლობაში ჩართვა მიზანშეწონილად მივიჩნიეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული