ხოსეპ გვარდიოლა: "მილანს" "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვა შეუძლია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა შესაძლოა "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირება წააგოს.

ორი გრანდის მონაწილეობით პირველი მატჩი 28 მარტს "სან სიროზე" გაიმართება.

"როდესაც წილისყრა მეტოქედ ასეთ გუნდს გარგუნებს, ან კარგად უნდა ითამაშო, ან შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი არ გექნება. "მილანის" წინააღმდეგ თამაშისას აცნობიერებ, რომ შესაძლოა დამარცხდე. მაგრამ ჩვენ საკუთარი თამაში უნდა ვითამაშოთ.

ალბათ საუკეთესო "მილანს" ვიხილავთ, წარმატებისთვის შემართულს, აგრესიულად მოთამაშეს, რომელიც მოედნის ჩვენს ნახევარზე პრესინგს დაგვიპირისპირებს.

ეს გუნდი კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს და "მეორე სართულზეც" წარმატებით მოქმედებს.
ამას გარდა, მათ შემადგენლობაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჰყავთ, რომელსაც გუნდისთვის სარგებლის მოტანა რთულ ვითარებაშიც შეუძლია", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული