შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვა "რომასთან" იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში დაშავდა.
"სილვა ჩემპიონია და ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ ალესანდრო ნესტა მწყობრშია. ამას გარდა, სხვა მცველებიც გვყავს, რომელთაც კარგად თამაში შეუძლიათ.
რა თქმა უნდა, ასეთ მეტოქესთან მატჩში სასურველი იქნებოდა, სრული შემადგენლობით ვყოფილიყავით, მაგრამ ამ დაპირისპირებისთვის მაინც მზად ვართ", - განაცხადა ალეგრიმ.