სალომონ კალუ: მუდმივად თამაშისთვის მზად კი ვარ, მაგრამ შემადგენლობას მწვრთნელი ირჩევს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" კოტდიუვარელი ფორვარდი სალომონ კალუ, რომელმაც "ბენფიკას" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში ერთადერთი გოლი გაუტანა, თამაშის შემდეგ ხარობდა.

"ეს ძალიან კარგი შედეგია, რადგან სტუმრად გოლის გატანა და არგაშვება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პრინციპში, მზად ვარ მუდმივად ვითამაშო, მაგრამ სათამაშო შემადგენლობას მწვრთნელი ირჩევს.

ამჯერად მან შანსი მომცა და მიხარია, რომ გოლი გავიტანე. ახლა ყურადღება საშინაო მატჩზე უნდა გადავიტანოთ", - თქვა კოტდიუვარელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული