ჟოზე მოურინიო: "ბარსელონასთან" მატჩში "მილანს" ვუგულშემატკივრებ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "სამეფო კლუბის" ისტორიული მეტოქის, "ბარსელონასა" და "მილანის" მატჩის წინ იმედი გამოთქვა, რომ მსაჯთა ბრიგადა ამ შეხვედრაში მოწოდების სიმაღლეზე იქნება.

პორტუგალიელის თქმით, ის ლამაზი თამაშის ნახვას ისურვებდა.

"იმედი მაქვს, ეს ლამაზი თამაში იქნება, რომლის შემდეგაც საუბარი მსაჯობაზე არ მოგვიწევს.

რა თქმა უნდა, "მილანის" და "ბარსელონას" თამაშს ვუყურებ და იტალიურ კლუბს ვუგულშემატკივრებ.

ვფიქრობ, მილანში იციან, როგორ ებრძოლონ "ბარსელონას". იმედი მაქვს, "როსონერი" კარგ თამაშს ჩაატარებს და დადებით შედეგს მიაღწევს", - განაცხადა მოურინიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული