პორტუგალიელის თქმით, ის ლამაზი თამაშის ნახვას ისურვებდა.
"იმედი მაქვს, ეს ლამაზი თამაში იქნება, რომლის შემდეგაც საუბარი მსაჯობაზე არ მოგვიწევს.
რა თქმა უნდა, "მილანის" და "ბარსელონას" თამაშს ვუყურებ და იტალიურ კლუბს ვუგულშემატკივრებ.
ვფიქრობ, მილანში იციან, როგორ ებრძოლონ "ბარსელონას". იმედი მაქვს, "როსონერი" კარგ თამაშს ჩაატარებს და დადებით შედეგს მიაღწევს", - განაცხადა მოურინიომ.