ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მინდა, რომ ესპანეთის ჩემპიონი "ბარსელონა" გახდეს

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ კატალონიელებს ესპანეთის ჩემპიონატში წარმატებები უსურვა.

იბრაჰიმოვიჩმა არც ყოფილი თანაკლუბელი ლიონელ მესი დაივიწყა.

"მინდა, რომ "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი გახდეს. ყველა გუნდს, რომელშიც ოდესმე მითამაშია, წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა შვედმა ფორვარდმა.

რაც შეეხება მესის, იბრაჰიმოვიჩმა თქვა:

"დღეს მესი მსოფლიოში ნომერ პირველია. ის ადრინდელზე უკეთესად თამაშობს. ლეო ძალიან ახალგაზრდაა და რთული სათქმელია, სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი. ის ყველა რეკორდს ამხობს და მისი თამაშის ყურება დიდი სიამოვნებაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული