ნევიო სკალა: "მილანი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც "ბარსელონასთვის" პრობლემების შექმნა შეუძლია

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ნევიო სკალა დარწმუნებულია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში გოლს გაუტანს.

"ფსონს არ გავაკეთებ, რადგან საერთოდ არ ვთამაშობ, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს მატჩი გახსნილი იქნება. ვფიქრობ, "მილანი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ახლა "ბარსელონასთვის" პრობლემების შექმნა შეუძლია.

სამწუხაროა, რომ ტიაგო სილვა ვერ ითამაშებს, რომელიც გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, თუმცა ბონერა ახლა კარგ ფორმაშია. იმედია, ნესტაც ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და ამიტომ მილანელებს დაცვაში პრობლემები არ უნდა ჰქონდეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ იბრაჰიმოვიჩი გოლს გაიტანს. მას მეტოქესთან
პირადი ანგარიშები აქვს", - თქვა სკალამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული