ჩავი: მსაჯმა ალექსის სანჩესის წაქცევისთვის აშკარა პენალტი არ დანიშნა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ ყურადღება შვედი არბიტრის, იუნას ერიქსონის მუშაობაზე გაამახვილა.

შეხვედრა ნულოვანი ფრეთი დასრულდა, მაგრამ ჩავი მიიჩნევს, რომ ერიქსონს იტალიელთა კარში პენალტი უნდა დაენიშნა.

"მიმაჩნია, რომ მსაჯს "მილანის" კარში თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა. ალექსის სანჩესის წინააღმდეგ წესების დარღვევა აშკარა იყო.

ამას გარდა, მოედნის საფარი არ იყო კარგ მდგომარეობაში. ახლა ყველაფერი "კამპ ნოუზე" საპასუხო თამაშში გადაწყდება", - აღნიშნა ჩავიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული