"პირველ ტაიმში ჩვენმა ფეხბურთელებმა დიდი ძალები დახარჯეს. საერთო ჯამში კი "მილანმა" კარგი თამაში აჩვენა.
თავს ძალიან ორგანიზებულად ვიცავდით. შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შანსებს ვინარჩუნებთ.
"ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის, პრაქტიკულად, ყველა მატჩში გაჰქონდა გოლი. ამიტომ ისღა მრჩება, ჩემი ფეხბურთელები შევაქო.
ესპანეთში რთული თამაში გველის, მაგრამ ეს შედეგი ძალებს შეგვმატებს", - განაცხადა ალეგრიმ.