არიენ რობენი: ნახევარფინალზე საუბარი არ მინდა, რადგან წინ საპასუხო მატჩია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი არიენ რობენი ცდილობს, მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვედრაზე ჯერ არ იფიქროს, მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენელებმა სტუმრად "მარსელი" 2:0 დაამარცხეს.

"შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ. გასვლით შეხვედრაში 2:0 გამარჯვება სასიხარულოა. შემდეგ რაუნდში გასვლისთვის დიდი ნაბიჯი გადავდგით, რადგან ორი ბურთი სოლიდური უპირატესობაა. მეტოქეს ხომ მიუნხენში, მინიმუმ, ორჯერ გატანა სჭირდება.

მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრაცია არ დავკარგოთ.

ნახევარფინალზე ბევრი ლაპარაკი ჯერ არ მსურს, იმიტომ, რომ მეტოქის პატივისცემაა საჭირო.

წინ 90 წუთია და მეოთხედფინალის ამოცანა უნდა გადავჭრათ", - აღნიშნა ჰოლანდიელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული