"ეს კარგი შედეგია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტრავმირებული მოთამაშეების ყოლასა და იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი კარგ ფორმაში არ არის.
ჩვენმა გუნდმა იბრძოლა, სიმამაცე და სიმტკიცე გამოავლინა. განსაკუთრებით, ლუკა ანტონინის თამაშს გამოვარჩევდი.
"ბარსელონამ" მატჩი დაძაბულად იმიტომ დაიწყო, რომ "მილანის" ეშინია. წილისყრაში არ გაგვიმართლა, მაგრამ იმავეს თქმა "ბარსელონაზეც" შეიძლება", - აღნიშნა გალიანიმ.