ადრიანო გალიანი: "ბარსელონას" ეშინოდა და დაძაბული თამაშობდა

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მცველ ლუკა ანტონინის თამაში გამოარჩია.

"ეს კარგი შედეგია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტრავმირებული მოთამაშეების ყოლასა და იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი კარგ ფორმაში არ არის.

ჩვენმა გუნდმა იბრძოლა, სიმამაცე და სიმტკიცე გამოავლინა. განსაკუთრებით, ლუკა ანტონინის თამაშს გამოვარჩევდი.

"ბარსელონამ" მატჩი დაძაბულად იმიტომ დაიწყო, რომ "მილანის" ეშინია. წილისყრაში არ გაგვიმართლა, მაგრამ იმავეს თქმა "ბარსელონაზეც" შეიძლება", - აღნიშნა გალიანიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული