აღნიშნულ სტადიონზე 28 მარტს "მილანისა" და "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩი გაიმართა.
თამაშის შემდეგ მოედნის საფარის ხარისხზე ბევრმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა დაიჩივლა. კატალონიელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ისიც კი თქვა, რომ მსგავს მოედანზე თამაში სახიფათოა.
შეგახსენებთ, რომ "მილანი"-"ბარსელონას" მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა 3 აპრილს გაიმართება.