"ბარსელონა" უეფასთან "სან სიროს" მოედნის უხარისხო საფარზე იჩივლებს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონა" უეფას ოფიციალური საჩივრით მიმართავს "სან სიროზე" მოედნის საფარის მდგომარეობის გამო.

აღნიშნულ სტადიონზე 28 მარტს "მილანისა" და "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩი გაიმართა.

თამაშის შემდეგ მოედნის საფარის ხარისხზე ბევრმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა დაიჩივლა. კატალონიელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ისიც კი თქვა, რომ მსგავს მოედანზე თამაში სახიფათოა.

შეგახსენებთ, რომ "მილანი"-"ბარსელონას" მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა 3 აპრილს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული