უეფამ არსენ ვენგერი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი "არსენალის" სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ეს გადაწყვეტილება უეფამ იმიტომ მიიღო, რომ ფრანგმა სპეციალისტმა "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური მატჩის დროს არბიტრ დამირ სკომინიზე ზეწოლა სცადა.

ფინალური სასტვენისთანავე ფრანგი არბიტრის მიმართულებით გაეშურა და პრეტენზიები უხეში ფორმით წაუყენა, რაც შეხვედრის ოქმში აისახა.

ამასთან, "არსენალის" თავკაცს შეუსაბამო ქცევისთვის 40 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული