პატო ამერიკაში დამატებითი გამოკვლევისთვის იმყოფებოდა, რომელიც ბარძაყის პერიოდული ტკივილების მიზეზის გარკვევაში უნდა დახმარებოდა. ამ ვოიაჟის გამო ფორვარდმა "ბარსელონასთან" "როსონერის" პირველი მეოთხედფინალური მატჩი გამოტოვა.
თუმცა ახლა, "ბლაუგრანასთან" საპასუხო შეხვედრის წინ პატო მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში იქნება. ყოველ შემთხვევაში, მატჩის განაცხადში აუცილებლად შეიყვანენ.