სესკ ფაბრეგასი "მილანთან" ითამაშებს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში ითამაშებს, რომელიც 3 აპრილს გაიმართება.

ამის შესახებ თავად გუნდის თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ესპანელ ფეხბურთელს ზურგის პრობლემები ჰქონდა.

"ფაბრეგასს ზურგის ტკივილები ჰქონდა, თუმცა ამ დროისთვის ის თავს კარგად გრძნობს.

მიუხედავად იმისა, რომ სესკმა რამდენიმე მატჩი გამოტოვა შესაძლოა ის "მილანთან" შეხვედრაში მოედანზე გამოვიდეს", - თქვა გვარდიოლამ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული