ჩავიმ შესაძლოა "მილანთან" მატჩი ტრავმის გამო გამოტოვოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველ ჩავი ერნანდესის თამაში "მილანთან", ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, სათუოა. ფეხბურთელმა კვირის ვარჯიში კუნთების პრობლემების გამო გამოტოვა.

ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა სახის პრობლემა აქვს ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს, რომელიც საფუძვლიან სამედიცინო გამოკვლევას 2 აპრილს გაივლის.

შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში "ბლაუგრანას" და "როსონერის" შორის მილანში გაიმართა და ნულოვანი ფრეთი დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული