მატჩი 3 აპრილს "ბლაუგრანას" მოედანზე გაიმართება.
"მდგომარეობა უბრალოა: გამარჯვებული ნახევარფინალში გადის და უნდა მოვიგოთ. "მილანს" სულ მცირე, ერთი გოლის გატანა შეუძლია და უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაიტანს კიდეც. ამიტომ ჩვენ შეტევაში, რაც შეიძლება, მძლავრად უნდა ვითამაშოთ და რაც შეიძლება ბევრი სახიფათო ეპიზოდი შევქმნათ.
ვფიქრობ, ბურთის ფლობაში ჩვენ ვაჯობებთ, მაგრამ მეტოქის კართან სიმწვავის შექმნის ხერხები უნდა ვიპოვოთ. "მილანს" თავისფლად შეუძლია ერთ გოლზე მეტიც გაგვიტანოს, ამიტომ ჩვენ როგორღაც კიდევ უფრო
"მილანს" შეუძლია თამაშში უპირატესობას ფლობდეს და სახიფათო მომენტები შექმნას. მას კონტრშეტევები ბრწყინვალედ აქვს მომზადებული. მისი ფეხბურთელები მეტოქის საჯარიმოში ერთ წამში ჩადიან.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი იმდენად მაღალია, რომ კიბის გარეშე ვერ შევაჩერებთ. თუ ბურთი მაღალი ტრაექტორიით მიფრინავს, მაშინვე ნათელია, რომ ის იბრაჰიმოვიჩისკენ მიდის. ამიტომ ვეცდებით, ის საკუთარ კართან ძალიან ახლოს არ მოვუშვათ", - განაცხადა გვარდიოლამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
"ბარსელონასა" და "მილანს" შორის პირველი თამაში 28 მარტს იტალიაში გაიმართა და ანგარიშით 0:0 დასრულდა.