ხოსეპ გვარდიოლა: იმედი მაქვს, ლიონელ მესი "მილანს" გაუტანს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას დიდი იმედი აქვს, რომ გუნდის თავდამსხმელი ლიონელ მესი "მილანის" წინააღმდეგ წარმატებულად ითამაშებს.

მესის წარმატებული თამაში კი "ბლაუგრანას" თავკაცისთვის "როსონერის" კარში გატანილ გოლს ან გოლებს ნიშნავს.

"იტალიელები ყოველთვის ძლიერები არიან. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა მესი წარმატებულ თამაშს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ლეო გაიტანს. მას მხარდაჭერა დასჭირდება, რათა თავისუფალი ზონები იპოვოს. ამბობენ, რომ მესის იტალიური გუნდებისთვის ჯერ კიდევ არ გაუტანია და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული