მასიმო ამბროზინი: "ბარსელონასი" არ უნდა გვეშინოდეს

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველმა მასიმო ამბროზინიმ "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა გუნდებს შორის "სან სიროზე" ფრედ ანგარიშით 0:0 დასრულდა.

"მესი უნიკალური ფეხბურთელია. თითქოს ბურთი ფეხზე აქვს მიწებებული. მის შეჩერებას არცკი ფიქრობენ ხოლმე. ამიტომ არ მგონია, რომ მესის ცალკე ფეხბურთელი ეყოლება მიჩენილი.

მეტოქემ თუ თავისი ფეხბურთი ითამაშა, ეს ადრე თუ გვიან შედეგზე აისახება. "ბარსელონასი" არ უნდა გვეშინოდეს, სხვა შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება.

კარგია, რომ მეოთხედფინალში ვართ, მაგრამ ჩვენი მიზანი უფრო წინ წასვლაა", - თქვა ამბროზინიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული