ჟოზე მოურინიო: უკეთესია მტრები გყავდეს, რათა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ მტრების ყოლა ცუდი სულაც არ არის.

პორტუგალიელის თქმით, მათ სარგებლობის მოტანაც შეუძლიათ.

"უკეთესია მტრები გყავდეს, რათა არ მოდუნდე და შენი მაქსიმუმი გამოავლინო. რა თქმა უნდა, ეს დიდი წარმატების აუცილებელი პირობა არ არის, მაგრამ უკეთესია მტრები გყავდეს. ეს განსაკუთრებით იმ დროს ეხება, როდესაც წარმატებასთან ახლოს ხარ და მოდუნების საფრთხე არსებობს", - განაცხადა მოურინიომ.

თავის მომავალთან დაკავშირებით "სამეფო კლუბის" თავკაცმა თქვა:

"რეალთან" კონტრაქტი კიდვ 2 წელი მაკავშირებს. არასდროს მითქვამს, რომ კლუბის დატოვებას ვაპირებ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული