ბარსელონა-მილანი 3:1 (0:0) (იხილეთ ვიდეო)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე (75. ადრიანო), მასკერანო, პუიოლი - ჩავი (63. ტ. ალკანტარა), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ფაბრეგასი (78. კეიტა), კვენკა.
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, მექსე, ანტონინი - ნოჩერინო, ამბროზინი, ზეედორფი (60. აკვილანი) - ბოატენგი (70. პატო (83. მაქსი ლოპესი) - რობინიო, იბრაჰიმოვიჩი.
გოლები: 1:0 მესი (11-პენ), 1:1 ნოჩერინო (33), 2:1 მესი (41-პენ), 3:1 ინიესტა (53)
გაფრთხილება: მასკერანო, კვენკა - ანტონინი, ნესტა, ზეედორფი, რობინიო, მექსე,
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 17-3 (9-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 90 000
ბაიერნი-მარსელი 2:0 (2:0)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა - ტიმოშჩუკი, გუსტავო - მიულერი (40. რაფინია), კროოსი (67. პრანიჩი), რიბერი - ოლიჩი (74. გომესი).
მარსელი (4-3-3): მანდანდა - ასპილიკუეტა, ფანი, ნკულუ, მორელი (46. ამალფიტანო) - მბია, ა. აიუ, შეირუ - ვალბუენა, რემი (63. კაბორე), ბრანდაო (74. ჟინიაკი).
გოლები: 1:0 ოლიჩი (13), 2:0 ოლიჩი (37)
გაფრთხილება: ალაბა - მბია
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 14-7 (8-3); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 66 000
ეთამაშო "ბარსელონას" და სამი ტაიმის განმავლობაში თავი არ დაუხარო, უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომ ქებათა ქება "მილანს"!
სხვა მხრივ, საკმაოდ არათანაბარ მეოთხედფინალურ წყვილებში იტალიურმა გრანდმა ყველაზე საინტერესო დუელი შემოგვთავაზა.
რა თქმა უნდა, მას მერე, რაც ანდრეს ინიესტამ მესამე გოლი გაიტანა, ყველაფერი მორჩა და კატალონიელთა შემტევებს (ძირითადად, შეცვლაზე შესულ ტიაგო ალკანტარასა და ადრიანოს) რომ ეყოჩაღათ, ანგარიში არ იქნებოდა იტალიელი სტუმრებისთვის ღირსეული.
"ბარსელონამ" 3:1 მოუგო "მილანს" და ორი მატჩის ჯამშიც ამ ანგარიშით მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ან "ჩელსი" ელის, ანაც - "ბენფიკა".
ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაში სეზონში გოლების რიცხვით ახალი რეკორდი დაამყარა, რომელიც ახლა 14-ის ტოლფასია. ლეომ ორივე გოლი პენალტით გაიტანა. აქ კი აუცილებლად უნდა ვახსენოთ შეხვედრის ჰოლანდიელი არბიტრი ბიორნ კუიპერსი. მას შეეძლო მეორე ეპიზოდში (1:1-ზე) პენალტი სულაც არ დაენიშნა, არა იმიტომ, რომ ნესტა ხელით არ იჭერდა მეტოქეს, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ეპიზოდები თანამედროვე ფეხბურთში ძალზე ხშირია (თუნდაც ამ მატჩში იყო 1-2) და როგორც წესი, არბიტრები არ რეაგირებენ.
მიუნხენში კი თავის გამოჩენის შანსი ივიცა ოლიჩს მისცეს და ხორვატმაც აჩვენა, რომ ყოველთვის მზადაა - მან დუბლი შეასრულა "მარსელის" კარში - 2:0 და ორი მატჩის ჯამში - 4:0. გავბედავთ და ვიტყვით, რომ "ბაიერნი" ნახევარფინალში "რეალს" ეთამაშება, რომელსაც, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს საგზური.
გამოხმაურება
ხოსეპ გვარდიოლა: როდესაც მაისურით იჭერენ, პენალტი ინიშნება
მასიმილიანო ალეგრი: "ბარსელონას" ერთი პენალტი ჩვენ ვაჩუქეთ, მეორე კი მსაჯმა
ლიონელ მესი: "ბარსელონა" თავის ფეხბურთს თამაშობდა
ანდრეს ინიესტა: "ბარსელონა" ისევ ისეთი ამბიციურია
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ახლა კარგად მესმის ჟოზე მოურინიოსი
ალესანდრო ნესტა: მსაჯს შეეძლო უკეთ ემუშავა
კრისტიან აბიატი: ჩვენ ვიბრძოლეთ და კატალონიელები ვანერვიულეთ
ფრანკ რიბერი: მადრიდის "რეალთან" დაპირისპირება ჩვენი სიმტკიცის გამოცდა იქნება
კლარენს ზეედორფი: მერჩივნა ანგარიშით 1:7 წაგვეგო
ჟერარდ პიკე "მილანთან" მატჩში დაშავდა
ივიცა ოლიჩი: უნდა გამეტანა და გავიტანე კიდეც!
დიდიე დეშამი: რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"