მასიმილიანო ალეგრი: "ბარსელონას" ერთი პენალტი ჩვენ ვაჩუქეთ, მეორე კი მსაჯმა

AutoSharing Option
"მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ მსაჯობით და საკუთარი ფეხბურთელების შეცდომებით განრისხებული იყო.

"ბარსელონამ" პენალტი ორჯერ დაარტყა. ერთი ჩვენ ვაჩუქეთ, მეორე კი მსაჯმა. ბევრ შეცდომას ვუშვებდით და არაზუსტ გადაცემებს ვაკეთებდით, მაშინ, როცა თავისუფალ სივრცეში გარღვევის შესაძლებლობა იყო. თუმცა საბოლოოდ ტურნირს მაინც თავაწეულნი ვტოვებთ.

მას შემდეგ, რაც ანგარიში 1:1 გახდა, ვიგრძენით, რომ შემდეგ რაუნდში გასვლა შეგვეძლო, რადგან "ბარსელონა" აფორიაქებული ჩანდა… მაგრამ პირველი ტაიმის საფინალო სასტვენის წინ ის საეჭვო პენალტი დაგვინიშნეს. შესვენების შემდეგ კი რიკოშეტმა მეტოქეს მესამე გოლის გატანის საშუალება
მისცა.

ამან "ბარსელონას" ამოსუნთქვის საშუალება მისცა და კატალონიური გუნდიც ბურთსაც ბევრად უკეთ აკონტროლებდა", - განაცხადა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
როდემდე უნდა ათრიონ ბარსა მსაჯებმა ჩემპინთა ლიგაში? ბარსა-ჩელსი ყველას გვახსოვს, რადმენი პენალტი არ დანიშნეს ბარსას კარში! ნამუსის კარგი საქონელია! ლილანს რა ვუთხარი, ცოტა ყურადღებით რომ ეთამაშათ, ამ ბღენძებ მაგრად აატირებდნენ! HALA REAL MADRID!!
Leo Rey
13:44 04-04-2012
0
უმადური ნახე რაა :D 8-1 რომ არ წააგო მადლობა თქვას, იმდენჯერ იყვნენ ბარსას ფეხბურთელები 1-1ზე, თუნდაც გოლებამდე მესის 2ჯერ შეეძლო გატანა.
nikq
13:18 04-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული