მასიმილიანო ალეგრი: "ბარსელონას" ერთი პენალტი ჩვენ ვაჩუქეთ, მეორე კი მსაჯმა

AutoSharing Option
"მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ მსაჯობით და საკუთარი ფეხბურთელების შეცდომებით განრისხებული იყო.

"ბარსელონამ" პენალტი ორჯერ დაარტყა. ერთი ჩვენ ვაჩუქეთ, მეორე კი მსაჯმა. ბევრ შეცდომას ვუშვებდით და არაზუსტ გადაცემებს ვაკეთებდით, მაშინ, როცა თავისუფალ სივრცეში გარღვევის შესაძლებლობა იყო. თუმცა საბოლოოდ ტურნირს მაინც თავაწეულნი ვტოვებთ.

მას შემდეგ, რაც ანგარიში 1:1 გახდა, ვიგრძენით, რომ შემდეგ რაუნდში გასვლა შეგვეძლო, რადგან "ბარსელონა" აფორიაქებული ჩანდა… მაგრამ პირველი ტაიმის საფინალო სასტვენის წინ ის საეჭვო პენალტი დაგვინიშნეს. შესვენების შემდეგ კი რიკოშეტმა მეტოქეს მესამე გოლის გატანის საშუალება
მისცა.

ამან "ბარსელონას" ამოსუნთქვის საშუალება მისცა და კატალონიური გუნდიც ბურთსაც ბევრად უკეთ აკონტროლებდა", - განაცხადა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გუნდს ფინალში გასვლაზე რომ პრეტეზია აქვს კარში 1 დარტყმაზე მეტი უნდა ქონდეს :))
bacho
12:20 04-04-2012
0
ბარსელონა ჩელსი გაიხსენე ჯერ. და მილანის თამაში მერე შეაფასე. მანდ რამდენი დარტყმა გქონდათ ხო ვერ შემახსენებ??? მგონი ერთი და ისიც დამატებით დროში.
giorgi
12:36 04-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული