ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ახლა კარგად მესმის ჟოზე მოურინიოსი

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონასთან" მატჩში ჰოლანდიელი არბიტრის, ბიორნ კიუპერსის მსაჯობით განრისხებული იყო.

იტალიური გუნდი 1:3 დამარცხდა. ამასთან, სტუმრების კარში ორი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.

"არ ვიცი, რა მიზეზით დანიშნა მსაჯმა მეორე თერთმეტმეტრიანი. სამაგიეროდ, ახლა მოურინიოსი მესმის… ის ყოველთვის ბრაზდება, როდესაც მისი შეგირდები "კამპ ნოუზე" თამაშობენ.

გულწრფელად გითხრათ, მატჩზე საუბრის სურვილი არც მაქვს. ყველამ ნახა, რაც მოხდა. "ბარსელონა" მსოფლიოს უძლიერესი გუნდია, მაგრამ ღირსეულად ვიბრძოდით. მეორე გოლის გატანა დაგვაკლდა", - აღნიშნა შვედმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული