ალესანდრო ნესტა: მსაჯს შეეძლო, უკეთ ემუშავა

AutoSharing Option
"მილანის" მცველმა ალესანდრო ნესტამ თავის თანაგუნდელებს მხარი აუბა, რომლებიც "ბარსელონასთან" მატჩში ჰოლანდიელი არბიტრის, ბიორნ კუიპერსის უხეირო მუშაობაზე ჩივიან.

რეფერიმ "მილანის" კარში ორი პენალტი დანიშნა, რომელთაგან მეორე - ნესტას მიერ ბუსკეტსის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო. იმ დროს ანგარიში 1:1 იყო.

"ბუსკეტსი ოდნავ მოვქაჩე, მაგრამ უკნიდან პუიოლი მბლოკავდა. მე თუ ვაშავებდი, ისიც არღვევდა წესებს.

ევროპაში სულ უფრო ხშირად - არა უხეში დარღვევებისთვის, არამედ წვრილმანებისთვის სჯიან. ვიღაცამ ვიღაცას მაისურზე მოქაჩა, ვიღაცამ… ვფიქრობ, მსაჯს უკეთესად მუშაობაც შეეძლო.

მაგრამ ჩვენც შეგვეძლო უფრო მწვავედ გვეთამაშა. რამდენიმე
მომენტი გვქონდა, მაგრამ შემდეგ გუნდი გაჩერდა. რაღაც დროის განმავლობაში თანაბარი თამაში იყო, მაგრამ მათ მესი ჰყავთ და ეს ყველაფერს წყვეტს.

ახლა "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, მაგრამ "მილანს" იმის პოტენციალი გააჩნია, რომ მას მიუახლოვდეს", - მიიჩნევს ვეტერანი მცველი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული