"ვიბრძოდით და კატალონიელებს პრობლემებს ვუქმნიდით. ისინი ნერვიულობდნენ, რადგან ფრეს შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავყავდით.
ძალიან სამწუხაროა, რომ მესამე გოლი გავუშვით. ჩემპიონთა ლიგას თავაწეულნი კი ვტოვებთ, მაგრამ… პირველი მატჩის შემდეგ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ "ბარსელონას" ბარიერის გადალახვა შეგვეძლო.
იტალიის ჩემპიონატში წინ რვა ფინალის ტოლფასი მატჩი გველის. "იუვენტუსთან" ორქულიანი უპირატესობა უნდა შევინარჩუნოთ", - აღნიშნა აბიატიმ.