კლარენს ზეედორფი: მერჩივნა, ანგარიშით 1:7 წაგვეგო

AutoSharing Option
"მილანის" გამოცდილმა ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა "ბარსელონასთან" (1:3) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩზე ისაუბრა.

"არბიტრს ვთხოვე აეხსნა, რატომ დანიშნა მეორე პენალტი. ამის პასუხად ყვითელი ბარათი მივიღე. შეხვედრის შემდეგ ისევ ამ კითხვით მივმართე. მან მიპასუხა, რომ ფეხბურთელები ერთმანეთს იჭერდნენო. ამან ძალიან გამაბრაზა.

მერჩივნა, ანგარიშით 1:7 წაგვეგო, თუმცა პენალტი ჩვენი მარცხის მიზეზი არაა. ფსიქოლოგიურად გავტყდით", - თქვა ზეედორფმა.

მომზადებულია Sky Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემის აზრით სანამ პირველი პენალტი დაინიშნებოდა მესიმ თამაშგარეში მიიღო ბურთი. მისთვის პასი მოწინააღმდეგეს არ გაუკეთებია, თუმცა მე მგონი წესებში არ წერია პასი მოწინააღმდეგესგან. ისე შეიძლება ამ მომენტის გარჩევა. მეორეზე სათქმელი არაფერია. არ იყო პენალტი. იქ პუიოლი უფრო დასაჯარიმებელი იყო.
მერაბი
17:21 05-04-2012
0

სიახლეები პოპულარული