მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ფრანგთა თავკაცმა საბოლოო შედეგს აბსოლუტურად კანონზომიერი უწოდა.
"როდესაც ამგვარ ტურნირში გამოსვლას ასრულებ, იმედგაცრუებას განიცდი. ახლა ფიზიკური და ფსიქოლოგიური კონდიციები უნდა აღვიდგინოთ. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ.
სხვათა შორის, "ბაიერნისგან" ჩვენს გუნდს ერთი არსებითი რამ განასხვავებს - ყველა მატჩში ბოლომდე უნდა დაიხარჯო და შეცდომებს ერიდო. დღეს ასე არ მოხდა. პირველი ტაიმის შემდეგ ჩემი მოთამაშეებისთვის ოთხი გოლის
ანგარიშის გახსნის შანსი გვქონდა, მაგრამ ჯერ მორელი, რემი და მბია შეცდნენ, შემდეგ კი "ბაიერნმა" პირველივე სახიფათო მომენტი გოლად აქცია.
არ არის გასაკვირი, რომ შემდეგ ეტაპზე სწორედ მიუნხენელები გადიან, განსაკუთრებით პირველი შეხვედრის შედეგს თუ გავითვალისწინებთ. მაგრამ ჩვენ საკუთარი თავით უნდა ვიამაყოთ. წინა ეტაპზე საკუთარი შანსი გამოვიყენეთ, მაგრამ ამჯერად იმ შედეგის გამეორება ძალიან რთული იყო.
ჩვენი ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ადრე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არ უთამაშიათ, ეს სასარგებლო გამოცდილება იყო", - აღნიშნა დეშამმა.