ხოსეპ გვარდიოლა: ეტყობა, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჟოზე მოურინიოსთან მეგობრობა უნდა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ შვედი ფეხბურთელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის კრიტიკას უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა "ბარსელონა"-"მილანის" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მოურინიოსი კარგად ესმის (იხილეთ სტატია).

"იბრაჰიმოვიჩს შეუძლია ყველაფერი თქვას, რაც მოესურვება. ამ სიტყვებით ის მოურინიოსთან დამეგობრებას ცდილობს. ჯობდა, თავი მოედანზე გამოეჩინა. აი, პენალტები კი სამართლიანად დაინიშნა.

თუ იბრაჰიმოვიჩი და მოურინიო ფიქრობენ, რომ ჩვენ ნახევარფინალში გასვლას არ ვიმსახურებდით და მხოლოდ არბიტრების ხარჯზე ვიგებთ, მაშინ მე მათ ვუპასუხებ, რომ "ბარსელონა" უკვე ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. მგონი, ეს რაღაცას ნიშნავს", - თქვა
გვარდიოლამ.

მომზა
დებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული