პაბლო აიმარი: "ბენფიკამ" კარგად ითამაშა და ნახევარფინალში გასვლას იმსახურებდა

AutoSharing Option
ლისაბონის "ბენფიკას" ნახევარმცველი პაბლო აიმარი ლონდონის "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის შედეგით უკმაყოფილო იყო.

"ბენფიკამ" ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ორი გაუშვა და ტურნირს დაემშვიდობა.

"ლონდონს იმედგაცრუებულები ვტოვებთ, რადგან შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან გვინდოდა. ისევ იგივე ისტორია გადაგვხდა - მსაჯობა არაფრად ვარგოდა.

ჩვენი სამუშაო კარგად შევასრულეთ და ნახევარფინალში გასვლას ვიმსახურებდით. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა გამარჯვება ვერ შევძელით.

ახლა უკვე პორტუგალიის ჩემპიონატის მორიგ მატჩზე უნდა გადავერთოთ", - თქვა არგენტინელმა ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული