ჯონ ტერიმ ლისაბონის "ბენფიკასთან" შეხვედრაში ნეკნები დაიშავა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური მცველი ჯონ ტერი ლისაბონის "ბენფიკასთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში დაშავდა და მოედანი 59-ე წუთზე დატოვა.

როგორც გამოირკვა, მოთამაშეს სუნთქვა გაუჭირდა.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, სამედიცინო ტესტებმა და სკანირებამ აჩვენა, რომ მცველს რამდენიმე ნეკნი აქვს დაშავებული.

უახლოეს დღეებში ფეხბურთელის მკურნალობის მეთოდს დაადგენენ. ინგლისის ნაკრების მცველის გამოჯანმრთელების ზუსტი ვადა კი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული