დანიელ ალვეში: სამი წლის წინ "ჩელსი" ფინალში იმიტომ ვერ გავიდა, რომ ეშინოდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა დანიელ ალვეშმა ლონდონის "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ სამი წლის წინანდელი ამბები გაიხსენა.

გუნდები მაშინაც ნახევარფინალურ სტადიაზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ფინალის საგზური "ბარსელონას" დარჩა.

"ჩელსისთან" მაშინდელი მეორე მატჩი (1:1) უსიტყვოდ ყველაზე რთული იყო, რაც კი გვითამაშია. ამბობენ, რომ მსაჯი რომ არა, "ჩელსი" მოიგებდაო, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არ არის.

ჩვენ მსაჯებს არ ვაკონტროლებთ, ჩვენ მოედანზე ფეხბურთის სათამაშოდ, საბრძოლველად და ფინალში გასასვლელად გამოვდივართ. რა უნდა მოვუხერხოთ მსაჯებს?

ჩემი აზრით, მაშინ "ჩელსი" ფინალში შიშის გამო ვერ გავიდა. გუნდი,
რომელიც შინ თამაშობს და რიცხობრივ უპირატესობასაც ფლობს, მეტს უნდა უტევდეს.

ვფიქრობ, "ჩელსის" სიმამაცე არ ეყო, რათა წინ წასულიყო და შეეტია. ისინი ამის გამო დაისაჯნენ", - განაცხადა დანი ალვეშმა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას რო ნამუსი ქონდეს მაგ თამაშზე საერთოდ ხმას არ ამოიღებდა. აბა პირიქით ყოფილიყო როგორ იჭიკჭიკებდა
0

სიახლეები პოპულარული