სერხიო რამოსი: იმედი მაქვს, მადრიდში კარგი განწყობით წავალთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მომავალ პირველ მატჩზე ისაუბრა, რომელიც გერმანიაში ჩატარდება.

"ბაიერნს" ძლიერი აკადემია ჰყავს. მიუნხენელთა ახალგაზრდა ფეხბურთელები მთელ გერმანიაზე ახდენენ ზეგავლენას.

ჩვენ კი მოურინიო გვყავს. გვიხარია მასთან ერთად მუშაობა. ჟოზემ ამ ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეცვალა. იმედი მაქვს, მადრიდში კარგი განწყობით წავალთ", - თქვა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნსა" და "რეალს" შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი 17 აპრილს 22:45 წთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული