ჟოზე მოურინიო: მიუნხენის "ბაიერნმა" პირველი გოლი თამაშგარედან გაიტანა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მიუნხენის "ბაიერნთან" (1:2) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაზე ისაუბრა.

"პირველი გოლი ჩვენს კარში თამაშგარედან გავიდა. არბიტრმა ტიპური შეცდომა დაუშვა, მაგრამ მსაჯობას არ გავაკრიტიკებ.

წინ საპასუხო მატჩია და მისი მოგება შეუძლებელი არ არის. თუ მადრიდში 1:0, 2:1 ან 3:1 მოვიგებთ, "ალიანს არენაზე" კიდევ ერთხელ, ფინალში ვითამაშებთ.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად დავმარცხდით. თუმცა წაგება სულაც არ მწყინს", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

მოურინიომ კრიშტიანო რონალდოსთვის თამაშის წინ ბუცების მოპარვაზეც თქვა:

"ეს სამარცხვინოა. ვერ წარმომიდგენია, რომ მსგავსი
რამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" მომხდარიყო".

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული