იკერ კასილიასი: მიუნხენის "ბაიერნისთვის" უნდა მოგვეგო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გოლკიპერი იკერ კასილიასი მიუნხენის "ბაიერნთან" (1:2) ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შედეგით უკმაყოფილო დარჩა.

"მეტოქისთვის მეორე გოლის გატანის საშუალება არ უნდა მიგვეცა. ვიცოდით, რომ მიუნხენელებს მატჩის მიწურულს წარმატებით თამაში შეუძლიათ. დასანანია, ეს ხომ მათი ბოლო შეტევა იყო.

ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ "ბაიერნის" შემადგენლობაში მაღალი კლასის მოთამაშეები გამოდიან. ჩვენ კი არა მხოლოდ უნდა გაგვეტანა, უნდა მოგვეგო კიდეც", - განაცხადა ესპანეთის ნაკრების კარის დარაჯმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული