"მეტოქისთვის მეორე გოლის გატანის საშუალება არ უნდა მიგვეცა. ვიცოდით, რომ მიუნხენელებს მატჩის მიწურულს წარმატებით თამაში შეუძლიათ. დასანანია, ეს ხომ მათი ბოლო შეტევა იყო.
ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ "ბაიერნის" შემადგენლობაში მაღალი კლასის მოთამაშეები გამოდიან. ჩვენ კი არა მხოლოდ უნდა გაგვეტანა, უნდა მოგვეგო კიდეც", - განაცხადა ესპანეთის ნაკრების კარის დარაჯმა.